ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებს მესამე რაუნდში გამოეთიშა

28 ივლისი 2021, 12:05 1727 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

ბასილაშვილი მერვედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორ სეტში ანგარიშით 4:6, 6:7 წააგო.

ბასილაშვილმა განსაკუთრებით მეორე სეტი ჩაატარა უკეთ, თუმცა ბოლოს გერმანელმა მაინც მოახერხა შეხვედრის მოგება. დაპირისპირება 1 საათი და 39 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ რომ მსოფლიოს 41-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ორი რაუნდი დაძლია.

ჯერ ესპანელი კარლოს ბაენა და შემდეგ იტალიელი ლორენცო სონეგო დაამარცხა.

ნიკასთვის ეს მეორე ოლიმპიური თამაშებია. ის რიოში საწყის პირველივე შეხვედრაში ურუგვაელ კუევასთან დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში