მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სემინარს მართავს ბათუმში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო. ქართველი მეწარმეები ეცნობიან ევროკავშირის მოთხოვნებს პროდუქციის ექსპორტისთვის.
სემინარის ორგანიზატორების თქმით, მეწარმეებს თეორიული ცოდნის გარდა სჭირდებათ იმ ტექნიკური ბარიერების გადალახვა, რომელიც არსებობს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად.