მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა. წელს პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარებისა და სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა.