საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრები პირველი საფინალო დღის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.
მსოფლიოს ჩემპიონები აჩიკო ბოლქვაძე და ლუკა ჯავახაძე გახდნენ, ვერცხლის მედალი კი ანრი ფუტკარაძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა თამაზ ღლონტი. დღეს მსოფლიოს პირველობის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებს 4 მედალის მოპოვების შანსი ექნება.