ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა

23 ივლისი 2021, 18:34 1788 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ეს მეორე შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ტოკიო 2020 წინა წლის ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა. ოლიმპიურ თამაშებში 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს და მათ შორის საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ათლეტითაა წარმოდგენილი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი