ბათუმის ბულვარში სეირნობისას, როცა ბევრი ადამიანია სასურველია ატაროთ პირბადე - ამირან გამყრელიძე

23 ივლისი 2021, 15:06 5114 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მონიტორინგის მექანიზმი უნდა გამკაცრდეს, თუმცა არა ჯარიმებით, არამედ მითითებებით.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, როცა ავტობუსში ვზივართ და ვინმეს პირბადე არ უკეთია უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს. 

მისივე თქმით, ბათუმის ბულვარში სეირნობისას, საკუთარი თავისა და სხვისი დაცვისთვის უმჯობესია ატაროთ პირბადე.

" ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან - გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო - არა, ბატონო

სეირნობს დროს, როცა ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავ სასურველია, რომ გვეკეთოს პირბადე. იმიტომ, რომ ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არის.

რაც მთავარია ვუთხრათ არა დიდ ქორწილებს, ჭირისუფლებს, სანამ პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი