ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დედაქალაქსა და ნებისმიერ მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.
მისივე თქმით, მთელი ის სიყალბე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა, მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვისაა ორგანიზებული.
პრემიერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი დღის წესრიგი არის, რომ ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ.
„ჩვენს კანდიდატს თბილისში, ასევე არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა. ჩვენ დედაქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.
„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.