დიდი ხანია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არ მახსოვს, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო - გომელაური

22 ივლისი 2021, 23:30 919 ნახვა

ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

"სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, რომ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ. ერთეული შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი მასიური თემა არა. არც გვიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს მითებით და ტყუილებით საუბარი, ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, რომ ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო ან ერთი, ან მეორე მხრიდან“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

მისივე განცხადებით, 3 500-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული და ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მედიის წარმომადგენლების დაცვას.

"ყველა ლოკაციაზე იყო პოლიცია განაწილებული. საკმარისი პოლიციელი ვერადროს იქნება, ყველა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჟურნალისტები გამოეყვანა იქიდან, ანუ ცხელი წერტილიდან. მთელი პოლიცია, რომელიც 6 საათისთვის უნდა ყოფილიყო რეზერვში, 12:00 ყველა - 3 500 კაცამდე იყო გაშლილი და განაწილებული ამ წერტილებში," - განაცხადა გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში