თურქეთის რიზეს პროვინციის ფინდიკლისა და ართვინის პროვინციის არჰავის რაიონებში კოკისპირულ წვიმებს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. მდინარეების ადიდების შედეგად ათობით ადამიანი საკუთარი სახლებში, სამუშაო ადგილებსა და ავტომობილებში წყლის ბლოკადაში აღმოჩნდა. მაშველები მათ გამოყვანას სამაშველო ნავებით ცდილობენ. „დატბორილია საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობების პირველი სართულები. წყლის დონე რაიონულ ცენტრებში 2 მეტრს აღწევს.
რიზეს გუბერნატორის განცხადებით, მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ევაკუირებულია ორი სოფლის მოსახლეობა. წყალდიდობის გამო დაიტბორა ავტომაგისტრალები და ხიდები. სატრანსპორტო მოძრაობა 5 ავტომაგისტრალზე ჩაიკეტა.
სტიქიის რეგიონში მთელი დღის განმავლობაში ძლიერ წვიმას ელოდებიან. სტიქია რიზეს პროვინციაში ერთი კვირის წინაც მძვინვარებდა. მაშინ წყალდიდობამ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.