ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი

22 ივლისი 2021, 11:46 1221 ნახვა

რომანსების დედოფალი,  ნანი ბრეგვაძე 85 წლისაა.  ლეგენდარული მომღერლის კარიერა 65 წელს ითვლის. საიუბილეო თარიღი  კონცერტით  აღნიშნა.    

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო  კონცერტი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. მომღერალი სცენაზე კომპოზიტორ, პიანისტ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარსდგა.

საღამოს დათუნა ალადაშვილი და ნატალია ქუთათელაძე უძღვებოდნენ.  კონცერტზე ნანი ბრეგვაძემ სხვადსხვა დროს მის მიერ შესრულებული ნაწარმოებები შეასრულა.  

საღამოს განსაკუთრებული სტუმარი  ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი იყო, რომელმაც მომღერალთან ერთად რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. წინანდლის გარდა, ნანი ბრეგვაძე საიუბილეო კონცერტებს ბათუმსა და თბილისში გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი