პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს

21 ნოემბერი 2016, 00:00 3267 ნახვა

მთავრობის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი.  მინისტრობის კანდიდატებს გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში დაასახელებს. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა ახალი კაბინეტის წარდგენას ხვალ ელოდებიან, რის შემდეგადაც დეპუტატები კანდიდატებს ჯერ კომიტეტების ფორმატში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე მიიღოს. სამთავრობო გუნდს ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება იქნება. 

ამავე კატეგორიაში