ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი კლასიკური მუსიკის კონცერტისთვის ემზადება. ხვალ საოპერო დასი კაპელასთან ერთად მაყურებელს სხვადასხვა ოპერიდან ნაწყვეტებს შესთავაზებს. კონცერტის რეჟისორი გაგა გოშაძეა.
კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ თეატრალიზებული კონცერტს მაყურებელიც დაესწრება. ორგანიზატორების განცხადებით დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია. კონცერტის მონაწილეებმა დღეს გენერალური რეპეტიცია გაიარეს.