საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.
"85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს!
თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო - სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა.
დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.