ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას.
სავარაუდოდ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.