აბიტურიენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაუდასტურდათ გამოცდების ჩაბარება ხვალიდან შეეძლებათ

20 ივლისი 2021, 10:17 1007 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. 21 ივლისიდან კი დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება-აღნიშნულის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.

"გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დრომდე აბიტურიენტების გამოცხადებას რაც შეეხება, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი.

შედეგების გამოცხადება დაიწყება აგვისტოდან"- განაცხადა სოფიო გორგოძემ.

2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში