ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, რომ ეს გზა ტრიომ ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ და სრულ, ევროპულ ინტეგრაციას მივაღწიოთ - ზელენსკი 

19 ივლისი 2021, 19:30 537 ნახვა

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ,  - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ "ასოცირებული ტრიოს" დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

"ევროპისადმი მისწრაფების კონტექსტში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველო მოლდოვამ და უკრაინამ, პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაერთიანებს არამარტო მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ამ ტრიომ ეს გზა ხელიხელ ჩაკიდებულმა გავიაროთ, ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია, ვიყოთ, ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია, რადგან შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ. ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზე, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს პრინციპების გადახედვა, ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე აღმოსავლეთის ტრიოს უნდა მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები პარტნიორობისთვის და ამ ტრიოს პოლიტიკური მნიშვნელობა. ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში. არც არის გასაკვირი, საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც ყოფს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და საქართველოს, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ყოველ თვე, როცა ჩავდივარ აღმოსავლეთ უკრაინაში, მე ვხედავ მაგავს სიტუაციას. ჩემი მეგობრები მოლდოვიდან მეუბნებიან, რომ იციან, რა არის ანექსირების საფრთხე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვითარდეს და ჩვენი მიზანი შეიძლება იქნას მიღწეული უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციტივის საფუძველზე.

ბატონ მიშელს კიევში 20 აგვისტოს ვიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტირებას. ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ მაღალი დონის შეხვედრით და ასევე საზოგადოებას ვამცნობთ, რომ ვაბრუნებთ უკრაინის ორ მოქალაქეს, რომლებიც დაკავებული იყვნენ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხთან მიმართებით თანამშრომლობისთვის" - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში