ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. დავით ზალკალიანის განცხადებით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის არის რეგიონული განვითარება, ეკონომიკური შესაძლებლობები, უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში.
„ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია, თავის დროზე, ჩაფიქრებული იყო როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განხილვის შესაძლებლობა. თავიდანვე ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, წევრი სახელმწიფოების მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე მეცნიერები და ანალიტიკოსები ჩართულები იყვნენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებისა და გამოწვევების განხილვაში. ახალი იდეების განსახილველად, რომელიც ევროკავშირთან ჩვენს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ეხება.
კონფერენცია ახალ ეტაპზე გადადის და უფრო გამორჩეული მონაწილეები ესწრებიან. დღის წესრიგით განსაკუთრებით შეცვლილია და მოიცავს რეგიონულ განვითარებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა იმისთვის, რომ ურთიერთობა დამყარდეს ასობით მონაწილეს შორის და ახლა ეს გვაკლია ყველაზე მეტად.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყველანი უცნაური გარემოებების პირობებში ვარსებობთ და ეს ღონისძიება ამითაც არ გავს წინამორბედებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბათუმის კონფერენცია მრავალპანელური შეხვედრა იყოს, თუმცა პანდემიის გამო ფორმატი შეკვეცილია“, - განაცხადა ზალკალიანმა.