უკრაინის პრეზიდენტი საქართველოშია

19 ივლისი 2021, 11:54 1771 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოშია. ვლადიმერ ზელენსკის ​ თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში მთავრობის წევრები დახვდნენ. 

ვლადიმირ ზელენსკი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში