„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ დასრულდა

20 ნოემბერი 2016, 00:00 2445 ნახვა

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალი IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე დაესწრო. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 10-20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა. მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციური სამეთაურო-საშტაბო სწავლება რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარდა. სწავლება მიზნად ისახავდა დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და აღსრულებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების განვითარებას. ღონისძიების სცენარი მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ გარემოსთან.

ამავე კატეგორიაში