ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის პირველი ეტაპი ქართველების ტრიუმფით დასრულდა

18 ივლისი 2021, 11:02 1220 ნახვა

ქვიშის ჭიდაობაში საფრანგეთი ქალაქ სენ-ლორენ-დიუვარში მსოფლიოს სერიის პირველი  ეტაპი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრმა ოქროს მედალი  მოიპოვა.

70 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლევან ქელეხსაშვილი გახდა .80 კგ.ში პირველობა დავით ხუციშვილმა არავის დაუთმო.
90 კგ.წონით კატეგორიაში კვარცხლბეგის უმაღლეს ნიშნულზე დავით მარსაგიშვილი ავიდა,ხოლო +90 კგ.წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მამუკა კორძაიამ მოიპოვა.

ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპი იტალიის დედაქალაქ რომში 2-3 სექტემბერს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი