აჭარაში დელტა შტამი დაფიქსირდა. ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა რამდენიმე ტურისტს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უცხოელ ვიზიტორებს ვირუსი გეგმიური პისიარ კვლევის დროს გამოუვლინდათ, ლაბორატორიულმა ანალიზმა კი დელტა შტამი დაადასტურა.
უწყებაში ამბობენ, რომ ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან. რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას კვლავ მზარდია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაშ 1 808 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში კი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ინფიცირებულთა რიცხვმა 161-ს მიაღწია. გარდაიცვალა 22 პაციენტი. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო 12 დღით დაიკეტა ქობულეთში ერთ-ერთი კაფე. ინფიცირებულია რესტორნის 10 თანამშრომელი.