ბათუმში მე-13 სართულიდან ქალი გადმოვარდა

16 ივლისი 2021, 18:44 7465 ნახვა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

შემთხვევის ადგილას, ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული მრავლობითი მოტეხილობით კლინიკა "ბაუში" გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი და რა მუხლით დაიწყო გამოძიება, აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციას ელოდება. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში