ის, რომ მამა შვილზე სექსუალურად ძალადობდა არის ტყუილი და არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები - ამბობს ადვოკატი, რომელიც იცავს იმ მამაკაცის ინტერესებს, რომელსაც ბრალდება შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. გამოძიება 126 პრიმა, თერთმეტი პრიმა 151-ითა და 141-ით არის დაწყებული.
შემთხვევა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც დღეს მოსახლეობამ დაკავებული მამაკაცის მხარდასაჭერად აქცია გამართა.
ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეზობლები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
ადვოკატი ირწმუნება, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.
მამაკაცი ერთი თვის წინ შვილის შეტყობინების საფუძველზე დააკავეს, რის შემდეგაც მოზარდის ბაბუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.