SEA BREEZE 2021-საზღვაო წვრთნები დასრულდა

16 ივლისი 2021, 11:46 740 ნახვა

შავ ზღვაში ნატოს ეგიდით  მრავალეროვნული ყოველწლიური სწავლება SEA BREEZE 2021, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის  ხომალდებიც მონაწილეობდნენ  დასრულდა.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო დანაყოფებთან ერთად ქართველმა ზღვაოსნებმა მონაწილეობა მიიღეს ძებნა-გადარჩენის ოპერაციებში. განახორციელეს საზღვაო სროლები და ტაქტიკური მანევრები.

აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება შავ ზღვაში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი