ლექსოსთვის - საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტებმა ვიდეორგოლი მოამზადეს, რომლითაც ლექსო ლაშქარავას კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ.
ჟურნალისტები და ოპერატორები ამერიკიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან ერთი იდეით გაერთიანდნენ. სოლიდარობის მიზნით არაერთი აქცია და პერფომანსი გაკეთდა საქართველოშიც.
კოლეგები ლექსოს გარდაცვალების შემდეგ ყველგან ითხოვენ 5 ივლისის საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.