#ლექSOSთვის - ჟურნალისტების პროტესტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

15 ივლისი 2021, 11:16 1573 ნახვა

 ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მედიის წარმომადგენლები ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დადგნენ, ''გადადგეს პრემიერ-მინისტრი'', “დაისაჯონ დამნაშავეები” - ეწერა ფურცლებზე.

 ჟურნალისტებმა პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.  

მედიის წარმომადგენლების თქმით, 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენელს სცემეს, რის გამოც ბრძანების გამცემი, წამახალისებელი და მოძალადე პირების დასჯას ითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე ობიექტურად უნდა გამოიძიონ. 

პერფორმანსის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა საკრებულოს წევრებმა არჩილ მამულაძემ და რაულ თავართქილაძემ დაგემს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი