„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

14 ივლისი 2021, 11:02 2462 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში  "pfizer"-ის ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. 

უწყების ცნობით, "pfizer"-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური, კავკასიის მედიცინის ცენტრი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი, ქ. ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, ქ. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და ქ. გორში გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

 ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. 

"pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28  დღის ინტერვალით კეთდება.  

''უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

ფაიზერით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge-ზე. 

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3. 

"pfizer"-თან ხელშეკრულების ფარგლებში  საქართველო ეტაპობრივად  1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!   ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას'' - წერია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რამდენი დოზა ვაქცინა ჩამოვიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი