შეხვედრა ერგნეთში

13 ივლისი 2021, 19:47 1031 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი რაუნდი. ოფიციალურმა თბილისმა ერგნეთში შეხვედრაზე კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, რასთან დაკავშირებითაც შედგა ინტენსიური დისკუსია. ასევე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი