კორონავირუსის ე.წ დელტა ვარიანტი მსოფლიოს ქვეყნებში წინა პლანზე იწევს. ინდურმა ბრიტანული უკვე ჩაანაცვლა, თურქეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ნაწილშიც. ლიდერები მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ - როგორც ამბობენ, ნორმალური ცხოვრებისკენ დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.