რეგიონუილი ტელევიზიების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. 15:00 საათზე ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გამოსვენების დროს მაუწყებლების ეკრანებზე წარწერა "#ლექSOSთვის" გამოჩნდა. პროტესტს შეუერთდნენ -TV/25, TV4, მეცხრე ტალღა, გურია, ოდიში, TOK TV, აგროგარემო, მეცხრე არხი, თანამგზავრი, რიონი, ბორჯომიTV , იმერვიზია, გურჯაანი ტვ, მეგა TV, თრიალეთი. რადიო მწვანე ტალღა, რადიო აჭარა, ათინათი, სამხრეთის კარიბჭე, რადიო ჰერეთი.