ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს

13 ივლისი 2021, 16:50 1335 ნახვა

''ტვ პირველის'' ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს. 36 წლის ოპერატორი თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე მამის გვერდით დაასაფლავეს.

კოლეგა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა კამერების დერეფნითა და ტაშით გააცილეს.

ლექსო ლაშქარავას სახლთან კამერის ნაწილები მიიტანეს, რომელიც 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი