შეხვედრა ერგნეთში

13 ივლისი 2021, 10:03 686 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს რიგით 101-ე შეხვედრა გაიმართება.წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და ბოლო პერიოდში გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

ინციდენტების პრევენციის ფორმატში დაგეგმილ 101-ე შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე დღის წინ გამართული ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი