საზოგადოებრივი ორგანიზაცია ''აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი 60- მდე კურსანტმა წარმატებით დაასრულა. დახურვის ცერემონია დიდგორის ველზე გაიმართა.
ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება.