ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

09 ივლისი 2021, 20:12 2334 ნახვა

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია. კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე. როგორც ირკვევა აღნიშნულ კანდიდატებს მესამე სექტორი მხარს არ უჭერს, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ კონსესუსის მიღწევა რთული იქნება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ ფიქრობენ, რომ ოპოზიციისთვის მისაღები მხოლოდ მათ მიერვე წარდგენილი კანდიდატი იქნება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში