შუახევში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი აშენდება. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედნის მოწყობა, შესაბამისი სადრენაჟე სისტემებით.
ასევე გათვალისწინებულია 500 ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნის, მათ შორის შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსებით მოწყობილი სამაყურებლო ადგილები.
პროექტის ღირებულება 1 788 700 ლარს შეადგენს