პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობის და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ 8 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 16 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.