ვენაში ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას , საქართველოს დელეგაციამ აღინიშნა, რომ რაუნდის დროს, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები.