არ არის გამორიცხული დელტა შტამი ბავშვებშიც იყოს - ამირან გამყრელიძე

08 ივლისი 2021, 12:35 1641 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არ არის გამორიცხული დელტა შტამი ბავშვებშიც იყოს, თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებში ამ ეტაპზე მოზარდები არ ფიქსირდებიან. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ამჟამად ე.წ ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული - აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ის ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს.

''რაც მე ინფორმაცია მაქვს, იმ ლაბორატორიულად დადასტურებულ 50 შემთხვევაში ბავშვი არ არის. აქედან ჩვენ ვაკეთებთ მოდელირებას თუ რა პროცენტი შიძლება ცირკურირებდეს ქვეყანაში. ვასახელებთ უკვე 15-დან 20%-მდე. არ არის გამორიცხული დელტა შტამი ბავშვებშიც იყოს, ის ახალგაზრდებს მეტად აზიანებს, ასევე გავრცელების და გადადების უნარი აქვს'' - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

პაატა იმნაძე კი ამბობს, რომ ბავშვების წილმა ავადობაში ცოტათი მოიმატა და ეს დელტა შტამის დამახასიათებელია.

მისივე თქმით, გართულებები და მძიმე შემთხვევები ბავშვებში ჯერ ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი