აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, სასამართლო პროცესი კი გადაიდო

07 ივლისი 2021, 20:52 1090 ნახვა

გუშინ ​რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ადვოკატმა პროცესზე შუამდგომლობა დააყენა საქმის არსებითი განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა.

მაჩალიკაშვილს დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი