რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა - მოძრაობა შეზღუდულია 

07 ივლისი 2021, 13:32 2652 ნახვა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.

''საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა

ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილება ამ დროისათვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი