„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე მათგანი კლინიკაში რჩება, საერთო ჯამში დაზარალდა სულ 50-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს გუშინაც, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.
ძალადობრივი ჯგუფები ოპერატორებსა და ჟურნალისტებს ამჯერადაც დაუპირისპირდნენ, ისინი ტერიტორიიდან პოლიციამ განარიდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე „თავისუფლებისთვის“ შეკრებილებს კონტრაქციის წევრები სხვადასხვა ნივთს ესვროდნენ.