ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. იგივე, სასტუმროებში, აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად, ორჯერადად იყოს აცრილი და იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც შეკრებაა სხვადასხვა მიზეზით, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები.
დღეს, ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა აცრებზე გადის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.