ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ჯამურად 52 „დელტა“ შტამია დადასტურებული, 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული, მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმისი რისკი, რომ „დელტა“ შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს, შეფასებული მაჩვენებლით 10-დან 20%-მდე არსებობს. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.