''თბილისი პრაიდის“ უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით - ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივლისი 2021, 11:17 1461 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით,  „თბილისი პრაიდის“ უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიზანი ქვეყანაში ქაოსის შემოტანაა. 

''სამწუხაროდ ​დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული-რადიკალური ჯგუფები, კერძოდ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და  აქციებს. რა თქმა უნდა მათი მიზანი არის დღეს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც არ განხორციელდება და ჩვენ არ დავუშვებთ'' - განაცხადა პრემიერი მინისტრმა. 

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს ''ღირსების მარშით'' დასრულდება. მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში