გომის მთაზე კერძო საკუთრების მფლობელებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

04 ივლისი 2021, 18:10 1796 ნახვა

გომის მთაზე კერძო საკუთრების მფლობელებმა აქცია გამართეს ოზურგეთის მერიასთან. ამბობენ, რომ მთაზე მათი საცხოვრებელი სახლების მოწესრიგების უფლებას არ აძლევენ. ადგილზე ვერ შეაქვთ სამშენებლო მასალები.  ნაწილი კი უკვე აშენებულს ვერ არემონტებს.

პრობლემის მოსაგვარებლად ოზურგეთის მერს ერთხელ უკვე შეხვდნენ. როგორც განუმარტეს გომის მთის გენერალური განაშენიანების გეგმის მომზადებამდე იქ მშენებლობას ვერ შეძლებენ, რასაც აპროტესტებენ. ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. გომის მთაზე ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს და თავისუფლად გადაადგილება მხოლოდ შაბათ-კვირას არის  შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი