„გირჩსა“ და "მოქალაქეებს" დაკარგული საბიუჯეტო დაფინანსება 1-ლი აგვისტოდან აღუდგება

04 ივლისი 2021, 15:20 988 ნახვა

იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. ამასთან, ასეთ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ.

ეს პარტიებია “გირჩი“ და “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“.ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა კიდევ ერთხელ იგეგმება, რომელიც ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი