კონსტიტუციური კანონის პროექტი ბიუროს სხდომაზე წარედგინება

04 ივლისი 2021, 15:25 823 ნახვა

პარლამენტის 91 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ბიუროს წარედგინება. ბიურო ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, პროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. ამის შემდეგ პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს.კონსტიტუციური კანონპროექტი პარლამენტში 29 ივნისს დარეგისტრირდა.

პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და “ლელოს“ წარმომადგენლები.პროექტის მიხედვით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია. ასევე, დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში