სინოფარმის ვაქცინის 26 ათას 400 დოზა უკვე აჭარაშია. დღეიდან რეგიონის მასშტაბით , სადაც ვაქცინაციის კაბინეტები მოქმედებს სინოფარმის გადანაწილება დაიწყება. პირველ ეტაპზე 12 დაწესებულება მიიღებს ვაქცინას და მოქალაქეების აცრას უკვე ხვალიდან დაიწყებენ.
კლინიკებში მოწყობილი ვაქცინაციის სივრცეები 8 საათიან რეჟიმში იმუშავებენ მთელი კვირის განმავლობაში. აჭარაში საერთო ჯამში მოქალაქეების აცრას 24 სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოფს. იმუშავებს 52 ამცრელი ჯგუფი. ამ ეტაპისთვის რეგიონში 28 ათასამდე დოზა ვაქცინა უკვე გაკეთებულია. წლის ბოლომდე მოზარდი მოსახლეობის 60% ანუ 120 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.