ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია. დაკვამლიანება იმ ადგილის მიმდებარედ შეინიშნება, სადაც სამი დღის წინ რამდენი ჰექტარი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მეხანძრე- მაშველები ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებენ.
რთული რელიეფის გამო კი ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და რეინჯერთა ჯგუფები ფეხით გადაადგილდებიან. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის ჩართვა იგეგმება. რამ გამოიწვია აალება ან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ-ჯერობით უცნობია.