ამცრელი ბრიგადების მაღალი მობილიზაცია იქნება აჭარაში და სხვა რეგიონებში, სადაც შიდა ტურისტებს ველოდებით - ჯანდაცვის მინისტრი

02 ივლისი 2021, 17:20 1451 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადაა მობილიზებული, იგეგმება ნაკადების გადანაწილება. 

ეკატერინე ტიკაარძის თქმით, ზაფხულის პერიოდში, შიდა ტურიზმიდან გამომდინარე შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნა რეგიონებში გაიზარდოს.

''თბილისში ძალიან მაღალი აქტივობა იყო, მაგრამ ზაფხულში ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე ამ  აქტივობამ შეიძლება სხვადასხვა რეგიონში გადაინაცვლოს. ამიტომ მობილიზებული უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობა ბრიგადების, რათა  მოხდეს ნაკადების უწყვეტი ვაქცინებით  მომარაგება. ამ სტრატეგიას მივყვებით. იქნება მაღალი მობილიზაცია აჭარაში, გურიაში და ყველა სხვა ლოკაციაზე სადაც ჩვენ ველოდებით შიდა ტურიზმის მაღალ მატებას.

დღეს, დამატებით ვახორციელებთ ზედამხედველობას ყველა იმ ობიექტზე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის პროცესში. 

ასევე აიტი  უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა შემდგომში არ განმეორდეს ის ხარვეზები, რომელიც აქამდე დაფიქსირდა. შესაბამის სამსახურებთან ერთად ხდება მუდმივი მონიტორინგი, რათა რეგისტრაციის პროცესში შეფერხება არ მოხდეს'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი